ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.
„ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნული პატიოსნებით. ასეთ რთულ გარემოებებში მან შეძლო თავისი ცოდნის, პოლიტიკური გამოცდილების და როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი სიძლიერის გაღრმავება. მივესალმები მერაბიშვილის გათავისუფლებას“,_ წერს ანა ფოტიგა.