პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 თებერვალს, დაბაბაკურიანში პირველად საქართველოს ისტორიაში გაიმართა ჩემპიონატი “მთის ეტლი თხილამურებით – ბაკურიანი 2020”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა. ჩემპიონატი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, რომელშიც 19–მა მონაწილემ იასპარეზა თბილისის, გორის, ქუთაისისადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამოვლინდა სამიგამარჯვებული: რეზო გორგაძე, ალიკა გითოლენდია და ვეფხვია გელაშვილი, ხოლო გუნდურ შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამეულმა, რომლის შემადგენლობაშიც ასპარეზობდნენ: ლადო შონია, პაპუნა სულუხია და თემურ იზორია. ჩემპიონატის ინდივიდუალურ გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასები, მედლები, დიპლომები დაპროექტის სპონსორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზები. ჩემპიონატი სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მასში სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება საქართველოს მასშტაბით.
ახალგაზრდული მედია-კავშირი და ჩემპიონატის მონაწილეები მადლობას უხდიან პროექტის მხარდამჭერებს თბილისის, გორის, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურსა და კომპანიებს: „ევროპაბეთს”, „სოკარს”,” ტოიოტა კავკასიას”, რომლებმაც ჩემპიონატში ასპარეზობის საშუალება მისცეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს.
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაუფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.
(R)