იტალიის ქალაქ ანტჰოლც-ანტერსელვეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ იტალიის პოლიციამ, დოპინგის გამოყენების ბრალდებით საქმე აღძრა.
დღეს რუსი სპორტსმენებმა _ გარანიჩევმა, ლოგინოვმა, ელისეევმა და პარშნევმა ესტაფეტაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, იტალიელმა სამართალდამცავებმა დაიწყეს ჩხრეკა ლოგინოვის და გარანიჩევის სასტუმროს ნომრებში, ამოიღეს ლოგინოვის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. ჩხრეკა მიმდინარეობს რუსი ბიატლონისტების მწვრთნელის ალექსანდრ კასპერიჩევის ნომერშიც. პოლიციამ გაჩხრიკა ავტომობილიც, რომლითაც რუსი სპორტსმენების გადაადგილდებოდნენ.
წინასწარი მონაცემებით, ჩხრეკა მინდინარეობს დოპინგის გამოყენების საქმეზე.
15 თებერვალს ლოგინოვმა სპრინტში ოქროს მედალი აიღო _ მან დისტანცია 22 წუთსა 48 წამში და არც ერთი გასროლა არ აუცდენია მიზნისთვის.
სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ შეიტანეს ეჭვი, რომ ლოგინოვი დოპინგის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან 2016 წლამდე ლოგინოვი დისკვალიფიცირებული იყო აკრძალული პრეპარატის _ ერითროპოეტინის გამოყენების გამო.