ოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში მეცხრედ ჩატარებულ გამოფენა -კონკურსში ,,ზამთრის ვერნისაჟი“ არაერთმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის და სამხატვრო სკოლის მოსწავლე, გიორგი ნაცვალაძე, ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს ნახატით გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ნაცვალაძის დედა, თეა გოგუაძე გვეუბნება, გიორგის სურვილი გაუჩნდა თანატოლების მიმართ თანადგომა გამოეხატა.
„თემის აქტიურობის გამო, ვინაიდან ტელევიზია განუწყვეტლივ აცხადებდა დაღუპულებისა და დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის შესახებ, სურვილი გაუჩნდა თანადგომა გამოეხატა თანატოლების მიმართ,”_ გვითხრა თეა გოგუაძემ.
გიორგი ნაცვალაძე ამბობს, რომ ნახატი ასახავს სურვილს მთელი მსოფლიო ჩაერთოს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაგონებლად.
“დავხატე წვეთი , რომელიც შპრიციდან გადმოდის და მასში მოქცეულია ჩინეთის რუკა. წვეთს აქვს მრგვალი ფორმა, რომლითაც მინდა მსოფლიო მოსახლეობა ჩაერთოს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებაში. საკმარისია ერთი წვეთი მოსახლეობის გადასარჩენად”,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს გიორგი ნაცვალაძემ.
გიორგი ნაცვალაძე წითელი ფერის კონტურით მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ამ ვირუსის მიმართ.