ამერიკელი მსახიობის, კირკ დუგლასის ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება, ხოლო მისი შვილები ქონებიდან ერთ პენსაც ვერ მიიღებენ. ამის შესახებ Mirror-ის ინფორმაციით, დუგლასის ანდერძშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა მსახიობმა თითქმის 80 მილიონი დოლარი თავის საქველმოქმედო ფონდს დაუტოვა, გარდა ამისა, ბენეფიციარები არიან კირკ და ანა დუგლასების საბავშვო ცენტრი, კალვერ-სიტიში კირკ დუგლასის სახელობის თეატრი და ლოს-ანჯელესში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო.
ანდერძის მიხედვითვე, მსახიობის ქონების ნაწილი ნიუ-იორკში მდებარე წმინდა ლავრენტის სახელობის უნივერსიტეტში გადაირიცხება: თანხა ხელმოკლე სტუდენტებს მოხმარდებათ.
მსახიობი 6 თებერვალს გარდაიცვალა. ის 103 წლის იყო.