მიხეილ კალანდიას განაჩენის გამოცხადებას საქალაქო სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მიხეილ კალანდიას ძმამ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური დავალება უწოდა.
„ეს არის პოლიტიკური დავალება, ეჭიდავონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“,_ განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკამ.
შეგასენებთ, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.