ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს დროებით ამცირებს.
„აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მილანის მიმართულებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში 4 რეისის ნაცვლად ფრენა კვირაში ერთხელ – პარასკევობით შესრულდება. ქალაქი რომის მიმართულებით 18 მარტიდან 25 მარტამდე გაუქმდა ოთხშაბათის ფრენები. ქალაქ ბოლონიის მიმართულებით 17 მარტიდან 24 მარტამდე ფრენები კვირაში ერთხელ შაბათობით შესრულდება. ქალაქ ბარის მიმართულებით კი 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაუქმდა სამი ფრენა. ფრენები კვირაში ერთხელ მხოლოდ კვირა დღეს შესრულდება.
ცვლილება ახალი კორონავირუსის საფრთხის მიზეზით შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. ფრენების სიხშირეები შემცირებულია იტალიის მიმართულებით სხვა ქვეყნებიდანაც.