კორონავირუსის გავრცელებამ სამედიცინო ნიღბების დეფიციტი გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც TIME იუწყება, კორონავირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ნიღბები საკმარისი არ არის.
თუ თქვენ კორონავირუსის გამო სწუხართ და ღელავთ, იმის გამო რომ აფთიაქში სამედიცინო ნიღაბი არ იყიდება, საქმე შემდეგშია.
სამედიცინო ნიღბების ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია, რომელიც ყოველდღიურად 20 მილიონ სამედიცინო ნიღაბს აწარმოებს, მაგრამ მწარმოებლის შეფასებით, მხოლოდ შიდა მოთხოვნილება დღეში 50-60 მილიონია.
გასაკვირი არ არის რომ ადგილობრივ აფთიაქში სამედიცინო ნიღაბს ვერ პოულობთ.
მედიცინის ექსპერტების შეფასებით, სამედიცინო ნიღაბს არ აქვს საკმარისი ძალა კორონავირუსისგან დასაცავად.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმები ამბობენ, რომ ვირუსი ვრცელდება, როცა ადამიანები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და როდესაც ინფიცირებული ადამიანი აცემინებს ან ახველებს.
როგორც TIME იუწყება, მრავალ კონტინენტზე ნიღბები აღარ იყიდება და ამაზონზე ონლაინ ცალობით შესაძენი ნიღბების ყუთის ფასები ასობით დოლარამდე გაიზარდა.
სამხრეთ კორეის ქალაქ დაეგუში, სადაც ვირუსი სწრაფი ტემპით ვრცელდება, ასობით ადამიანი რიგში იდგა ნიღბის შესაძენად.
იმავე დღეს იტალიაში სადაც დადასტურებულია ინფიცირების 370-ზე მეტი შემთხვევა გაიყიდა 500-ზე მეტი სამედიცინო ნიღაბი, ნიღბების შეტანიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში- ძირითადად ქარხნებმა და სამშენებლო ობიექტებმა შეიძინეს.
ჩინური ნიღბების მწარმოებლები თებერვლის შუა რიცხვებში 76%-იანი სიმძლავრით მუშაობდნენ. თუმცა, მოთხოვნა უფრო მაღალია, რის გამოც სამედიცინო ნიღბების წარმოება სხვა კომპანიებმაც დაიწყეს და გამოშვებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პეკინმა ინდონეზიას დიდი დაკვეთა მისცა სამედიცინო ნიღბების, რაც დაახლოებით სამი თვის წარმოებას უტოლდება. ასევე დიდი რაოდენობით ნიღბები ჩაიტანა ჩინეთში ვიეტნამმაც.
გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო ნიღბები არ არის ხელმისაწვდომი გერმანიის, კანადის, იტალიის, აშშ-ს აფთიაქებშიც.
ტვიტერში ფრანგული გამოცემის ჟურნალისტი წერს, რომ ერთადერთი აფთიაქი ლონდონში სადაც სამედიცინო ნიღბები ჰქონდათ შემორჩენილი 3.25 დოლარად იყიდებოდა.
ირლანდიაში ამბობენ, რომ სამედიცინო ნიღბების შეძენას მისაღებ ფასად პოვნის შემთხვევაში გეგმავენ.
სამედიცინო ნიღბების დეფიციტს განიცდიან დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში სტომატოლოგებიც.
როგორც ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენელი, გამოცემასთან საუბარში ამბობს, ბევრმა მიმწოდებელმა კომპანიამ რაოდენობა შეუზღუდა.
„ძალიან რთულ დღეში ვართ. ბევრმა რეგულარულმა მომწოდებლებმა ახლა დააყენა შეზღუდვები იმ ყუთების რაოდენობაზე, რომელთა შეძენაც შეგვიძლია“,_ ამბობენ კლინიკაში.
როგორც ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებდა, ადამიანების ნაწილი სამედიცინო ნიღაბს არასათანადოდ იყენებს.
„მოთხოვნა ნორმაურზე 100-ჯერ მეტია, ფასები კი 20-ჯერ მაღალი. ნიღბების და რესპირატორების მარაგი არასაკმარისია ჯანმოსა და ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“,_ განაცხადა მან.
ამერიკაში ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელებისთვის უნდა მოემზადონ.
გავრცელებული ინფორმაციით კი ქვეყანას ბევრად ნაკლები სამედიცინო ნიღაბი აქვს, ვიდრე კორონავირუსის მასობრივი ეპიდემიის დაწყების შემთხვევაში შესაძლოა დასჭირდეს.
ამერიკული ქირურგიული ნიღბების მწარმოებელი კომპანია Prestige Ameritech-ის განცხადებით, კრიზისი გამოაღვიძებს იმ ამერიკელ ექიმებსა და საავადმყოფოებს, რომლებიც სამედიცინო ნიღბებს საზღვარგარეთიდან იწერდნენ.
„რა განსხვავებაა ამერიკულ და ჩინურ სამედიცინო ნიღაბს შორის? ამერიკული აქ არის და ხელმისაწვდომი იქნება, როცა ჩინეთში პანდემიაა“,_ ამბობენ კომპანიაში.