იტალიიდან დაბრუნებული ქალი წყალტუბოში კარანტინში მოათავსეს, _ შემთხვევა ხარაგაულში, სოფელ ხუნევში მოხდა. მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს.
ოჯახში ჯანდაცვის წარმომადგენლები და სამართალამცველები მივიდნენ. ქალმა გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. მისი გაყვანა სოფლიდან ადგილობრივებმა მოითხოვეს. მათი თქმით, მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, საფრთხეს წარმოადგენდა.
ჯანდაცის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქემ თვითიზოლაცია გაფრთხილების შემდეგაც დაარღვია, რის გამოც მისი კარანტინში გადაყვანა აუცილებელი გახდა.
ქალი იტალიიდან მეუღლის გარდაცვალების გამო ჩამოვიდა, თუმცა კორონავირუსის შიშით თანასოფლელები პანაშვიდზე არ მივიდნენ.
გარდაცვლილი კაცი უკვე დაკრძალეს.
წყარო: იმედინიუსი