ოზურგეთში სამი დღის განმავლობაში ერთიდაიგივე ადგილა, რესტორან “არგოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პლასტმასის ურნა დაიწვა.
ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ დირექტორი,თენგიზ ქუტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს:
“არ ვიცი ზუსტი მიზეზი. დაუდევრობა არის თუ შეგნებულად დაწვეს ურნები. პლასტმასის ურნებია, სანამდე სახანძრო მოვიდა უკვე დამწვარი დახვდათ. ახლა გადავწყვიტეთ რკინის ურნა დაგვედგა,“ _ გვითხრა თენგიზ ქუტიძემ.