ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,კორონავირუსი ადრე თუ გვიან ჩაივლის და დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მომავალში ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმისკენ დაბრუნებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
“კორონავირუსის პრობლემა ადრე თუ გვიან ჩაივლის, ჩვენ ამას მოვერევით. ისეთი გადაწყვეტილებები დღეს არ უნდა მივიღოთ, რომელიც მომავალში გაგვირთულებს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმისკენ დაბრუნებას. მაგალითად, ჩამოშლის საპენსიო რეფორმას. იმიტომ რომ კორონავირუსი ადრე თუ გვიან დასრულდება გამ მაგრამ პენსია და პენსიონერების პრობლემები არის მუდმივი. აქედან გამომდინარე, ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ განცხადებებს“,_ განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ “ევროპულმა საქართველომ” კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით მთავრობას მიმართა ინიციატივით, საპენსიო შენატანების 8 თვით შეჩერების შესახებ.