ევროპა კორონავირუსთან ბრძოლის გამო საზღვრების სრულ დახურვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია შენგენის ზონის საზღვრების დაზურვის შესახებ აპირებს მსჯელობას, რადგან ახლომდებარე ქვეყნების დიდი ნაწილი საზღვრებს ხურავს კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ვონ დერ ლეინის განცხადებით, ლიდერებმა ზომები უნდა მიიღონ.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ევროპამ საზღვრები მოგზაურებისთვის უნდა დახუროს.