ღამურები კორონავირუსის გავრცელების შესაძლო წყაროდ სახელდება. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადების გავრცელება ცხოველების კი არა, ადამიანების ბრალია.
ზოოლოგები და მედიცინის ექსპერტები СNN-თან საუბრისას ამბობენ, რომ ადამიანის ქცევის ცვლილებამ, ჰაბიტატების განადგურებამ, რომელიც დედამიწაზე ადამიანების უზარმაზარ რაოდენობასთანაა დაკავშირებული, საშუალება მისცა დაავადებებს, რომლებიც ერთ დროს ბუნებაში იყო ჩაკეტილი, სწრაფად შეეღწია ადამიანებში.
მეცნიერებმა დადასტურებულად არ იციან საიდან გავრცელდა კორონავირუსი და ამბობენ, რომ ამის დადგენა რთულია. მაგრამ ვირუსი, რომელიც ძალიან ჰგავს COVID-19-ს ჩინეთში, საცხენოსნო ღამურებს აქვთ. შესაბამისად გაჩნდა კითხვა, თუ როგორ გავრცელდა ვირუსი ადამიანზე.
ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ფრენა შეუძლია, რაც მას საშუალებას აძლევს, ფართო არეალი დაფაროს. ეს ნიშნავს, რომ შეუძლია გახდეს ნავსადგური დიდი რაოდენობით პათოგენური დაავადებების და რადგან დაფრინავენ, იმუნური სისტემაც განსაკუთრებული აქვთ.
ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ველური ბუნების ეპიდემიოლოგი, ენდრიუ კანინგამი, ამბობს, რომ ადამიანებში სიცხე ვირუსის მოკვლისთვის სხეულის თავდასაცავი მექანიზმია, თუმცა, ვირუსზე რომელიც ვითარდება ღამურაში სავარაუდოდ არ მოქმედებს სხეულის მაღალი ტემპერატურა, რადგან ღამურები დაფრინავენ, მათი სხეულის ტემპერატურა ფრენისას იმატებს.
ეპიდემიოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანებზე ვირუსის გადაცემა ისევ ადამიანის ქცევას უკავშირდება.
ეპიდემილოგის თქმითვე, როდესაც ღამურა სტრესშია ნადირობისგან ან ხე-ტყის დაზიანების გამო, მისი იმუნური სისტემა სუსტდება და უჭირს პათოგენებთან გამკლავება, რაც თავის მხრივ სხვაგან მიიღო.
ვირუსის სავარაუდო ეპიცენტრი უხანში, ე.წ. ბაზარია, სადაც ცხოველები იყიდება როგორც დელიკატესებად ასევე შინაურ ცხოველებად, იქ შეიძლება მოხდეს ვირუსების სახეობების საშინელი ნაზავი.
„თუ ისინი მგზავრობისას ან ბაზრებზე, სხვა ცხოველების და ადამიანების სიახლოვეს იმყოფებოდნენ, მაშინ არსებობს შანსი, რომ ვირუსს დიდი რაოდენობით გადასცემდნენ“,_ ამბობს კანინგამი და აღნიშნავს, რომ ცხოველები, რომლებიც ბაზარზე იყიდება, ასევე სტრესის ქვეშ არიან.
„ჩვენ ვზრდით ცხოველების ტრანსპორტირებას მედიცინისთვის, სახლში ყოლისთვის, კვებისთვის- იმ მასშტაბით, რაც არ ასდროს გავიკეთებია,“_ ამბობს ქეით ჯონსი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კათედრადან.
„ჩვენ ასევე ვანადგურებთ იმ ჰაბიტატებს პეიზაჟებში, სადაც უფრო მეტად დომინირებს ცხოველები. ისინიც უცნაურ გზებს აწყდებიან, რაც აქამდე არ მომხდარა“,_ამბობს ჯონსი.
ისინი ამბობენ, რომ ზოოზონური დაშლის იშვიათი შემთხვევები, შესაძლოა გლობალურ პრობლემებად იქცეს.
მათი თქმით, ორი მარტივი გაკვეთილია, რაც კაცობრიობას შეუძლია ისწავლოს და სწრაფად უნდა ისწავლოს.
კანინგემის თქმით, ღამურები არ არის დამნაშავე და შესაძლოა, რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებაში შეუძლიათ დახმარება.
„ადვილია, თითის მიტანა,“_ თქვა კანინგენმა.
მან დასძინა, რომ შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტები მოგვცეს, იმის გაცნობიერებამ, თუ როგორ უმკლავდებიან ღამურები ამ პათოგენებს, შეუძლიათ გვასწავლოს, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ.
საბოლო ჯამში, კორონავირუსის მსგავსი დაავადებები შეიძლება დარჩეს აქ, რადგან კაცობრიობა იზრდება და ვრცელდება ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე საქმე არ ჰქონდა.
კანინგამი და ჯონსი ამბობენ, რომ ეს გახდება ადამიანის ქცევის შეცვლის, უფრო სწორად გამოსწორების მიზეზი, ვიდრე ძვირი ვაქცინის შექმნა თითოეული ახალი ვირუსისთვის.
კორონავირუსი, ალბათ, პირველი აშკარა ნიშანია, რომ გარემოს დაზიანებამ შეიძლება ადამიანი მალევე მოკლას.
„რამდენიმე ათასი ვირუსი აღმოჩენაა მოსალოდნელი. ის რაც სინამდვილეში უნდა გავაკეთოთ იმის გაგებაა, სად არის კრიტიკულად საკონტროლო წერტილები ცხოველების ზოოზონური დაშლის და ამ ადგილებში მისი შეჩერება. ეს იქნება ყველაზე ეფექტური გზა ადამიანის დასაცავად“,_ ამბობს კანინგამი.
ჯონსმა თქვა, რომ ვირუსები უფრო მეტად იზრდება, რადგან ადამიანების რაოდენობა დიდია და ვართ მჭიდრო კავშირში. ჰაბიტატების განადგურება არის მიზეზი და გამოსავალია ჰაბიტატების აღდგენა.
საბოლოო გაკვეთილი ისაა, რომ პლანეტის დაზიანებამ ასევე შეიძლება უფრო სწრაფად და მკაცრად დააზიანოს ადამიანი, ვიდრე კლიმატის ცვლილებამ.
„ტყის სასოფლო სამეურნეოდ გადაქცევა კარგი არ არის, იმის გაგების გარეშე, თუ რა გავლენას ახდენს ის კლიმატზე, ნახშირბადზე, დაავადებათა აღმოცენებასა და წყალდიდობის რისკზე“,_ ამბობს ჯონსი.