გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, დღეს ლანჩხუთში ყველა სავაჭრო ობიექტის კარი გამოკეტილი იყო. რაც შეეხება ფასებს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბოლო რამდენიმე დღეა ზრდა არ შეინიშნება. კილოგრამი შაქრის ფასი მაღაზიების უმეტეს ნაწილში ერთი ლარი და 80 თეთრია. ასევე, შენარჩუნებულია ძველი ფასები ბურღულეულზეც. ერთი კილო ვერმიშელი და მაკარონი 1,5-1,65 ლარია. ბრინჯი, მინიმუმ, 1 ლარი 80 თეთრი ღირს. საგულისხმოა, რომ ყველი შედარებით გაიაფდა და თუ გასულ უქმეებზე ბაზარში მისი ფასი 10-11 ლარი იყო, დღეს ცხრა ლარად იყიდებოდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved