ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ ტესტი კლინიკის 21 პაციენტს ჩაუტარდა, რომელთაგან კორონავირუსზე დადებითი მხოლოდ 1 პაციენტის ტესტის პასუხი იყო.
ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, პერიოდულად ტესტირება იმ ადამიანებსაც უტარდებათ, რომლებიც კლინიკაში 15-16 დღეა იმყოფებიან და ისინი გამოჯანმრთელების გზას ადგანან.
„ის პაციენტები, რომლებიც შემოსულები არიან და გავიდა დაახლოებით 15-16 დღე, პერიოდულად უტარდებათ ტესტირება. ჯერჯერობით დინამიურად სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვთ ტესტის შედეგებს. ეს მეტყველებს, რომ ალბათ რამდენიმე დღეში, როცა ტესტი განმეორებით ჩატარდება, უკვე უარყოფითი პასუხი იქნება“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1 გამოჯანმრთელდა.