სამტრედიელმა დუდუნა სტურუამ თავისი დაბადების დღე საირმის კარანტინში აღნიშნა.
27 წლის ახალგაზრდა საფრანგეთიდან დაბრუნდა, სადაც სამაგისტრო სწავლებას გადიოდა. ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო, დუდუნა სტურუამ გადაწყვიტა, ეს დღეები საქართველოში გაეტარებინა.
თუმცა, როგორც აუცილებელი პირობა, მას 14 დღის გატარება საირმის სასტუმროში მოუწევს, სადაც აეროპორტიდანვე გამოამგზავრეს.
ოჯახის წევრებს დუდუნა მხოლოდ ხელის აწევით მიესალმა და ნებაყოფლობით გაეშურა საკარანტინო სივრცეში. უფრო მეტიც, განსაკუთრებულად უჩვეულო გარემოში აღნიშნა საკუთარი დაბადების დღე, რისთვისაც ფეისბუქგვერდის მეშვეობით მადლობას არ იშურებს საირმის სასტუმროს ადმინისტრაციის მისამართით.