ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადეების დარიგებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გამოეხმაურა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, შესაძლებელი იყო პირბადეები კარდაკარის პრინციპით, რამდენიმე ადამიანს დაერიგებინა.
„ახლა არ არის პიარის დრო და ვიღაცამ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლებოდა ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინათ ვიღაც ერთ, ორ ადამიანს და არ გამოიწვიონ მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.