მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ,,სანტიაგო ბერნაბეუ” სამედიცინო ცენტრად გადაკეთდება.
ბერნაბეუ გახდება სივრცე, სადაც შეინახება სპეციალური აღჭურვილობა, რომლის ყოველდღიური საჭიროება ესპანეთში ძალიან დიდია.
ვებგვერდის ინფორმაციით, მადრიდის ,,რეალის” საშინაო სტადიონზე კორონავირუსის პანდემიის დროს, დროებით ორგანიზებული იქნება მედიკამენტების, სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების საწყობი, რომლებიც საჭიროა ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
ასევე ,,რეალის” ხელმძღვანელობა გამოთქვამს მზაობას, არსებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში მოეწყოს ავადმყოფების სამკურნალო სივრცეები.
„რეალმა“ თავის განცხადებაში მოუწოდა ყველა სპორტულ ორგანიზაციას, გაიღონ ნებისმიერი სახის შემოწირულობა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიტანონ.
ამ გზით მადრიდის „რეალი“ კიდევ ერთხელ უცხადებს ომს არსებულ პანდემიას და ყველანაირად უწყობს ხელს ჯანდაცვის სისტემას ვირუსთან ბრძოლაში.
ბოლო მონაცემებით ესპანეთში 56 197 ადამიანი დაინფიცირდა, 4 145 ადამიანი კი გარდაიცვალა