„ახლა გადავდივართ ყველაზე სახიფათო ეტაპზე, კარგია რომ ეს სახიფათო ეტაპი გადავადდა თითქმის ერთი თვით. ახლა ყველაზე მეტად გვმართებს სიფრთხილე, მობილიზება და თუ ამ ეტაპსაც გადავაგორებთ ისე, რომ ამას არ მიეცემა ფართომასშტაბიანი გავრცელების საფრთხე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ სერიოზულ უბედურებას გადავრჩით,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა „პირველ არხთან“ განაცხადა.
სუბარის განცხადებით, ქვეყანას ეკონომიკურ გამოწვევასთანაც უწევს გამკლავება.
„გვეწყება მეორე პრობლემასთან ბრძოლის ეტაპი – როგორ გადავრჩით ჩვენი ეკონომიკა. ამისთვის დღესაც ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მანამდე პირველი ვზრუნავთ ამაზე და პარალელურად ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე“, – აღნიშნა სუბარმა.