ლანჩხუთში დილიდან მიმდინარეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების მიერ ქალაქის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები.
ქალაქში სასურსათო მაღაზიებთან, აფთიაქებთან, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან, ბანკებთან ტერიტორიებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და შესაბამისი ხსნარით მუშავდება ყველაფერი, რასთან შეხებაც მოსახლეობას ყოველდღიურად უხდება. გარდა ამისა, დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.