მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის ზომების მიღებაზე უკვე მსჯელობს, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
„თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნება და ეპიდვითარება გართულდება, დღის წესრიგში დადგება საყოველთაო კარანტინის შემოღების საკითხი. მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ“, – განაცხადა ხუნდაძემ.