საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მსჯელობა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ჯერ არ ყოფილა.
„ჩვენ გვაქვს იმის ღრმა რწმენა, რომ რეკომენდაციები რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ვრცელდება, დავიცავთ და საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ იქნება საჭირო.
დღემდე არ გვიმსჯელია საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ“,_ განაცხადა წულუკიანმა.