“ვიცი, რომ ტესტებთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვაა და ვიტყვი იმას, რომ კომპანია „ბიოოსი“ არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, მან გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის გაყიდული იყო”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, თუმცა ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არა აქვთ.
„მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული შემოწმების სისტემით და აქედან გამომდინარე ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვიდრებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის“- განაცადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ტესტები, რომელიც ქვეყანას ჩინეთმა გადმოსცა, სანდოა.