ქვეყნის მასშტაბით 5 პაციენტია მძიმე მდგომარეობაში. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში – 81-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 13, კარანტინის რეჟიმში – 4505 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.