საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქოს რეკომენდაციით, თბილისში, ვაზისუბნის წმინდა გიორგის ტაძარსა და ეზოში დისტანცირებული ადგილები მონიშნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაძრის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
„მრევლის საყურადღებოდ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული მდგომარეობა და განთავსდეთ მონიშნულ ადგილებზე“,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.