„უახლოეს დღეებში მთავრობა წარმოადგენს შესაბამის გეგმას, რაც იქნება რეალისტური, რეალისტური ციფრებით და საჭიროებების მიხედვით სეგმენტებზე მორგებული. ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ერთი მხრივ ეკონომიკის სტიმულირებას და მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობის დახმარებას, იმ სეგმენტებზე გათლით, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ის”,_ ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმებს. მისი თქმით, მათ თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, მაგრამ საუბრობენ იმისთვის, რომ მოიგონ გარკვეული სეგმენტის გული.
„საქართველოს პარლამენტი მთლიანად არის ჩართული საბჭოს მუშაობაში, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმშია და პარალელურად ვისმენთ ოპოზიციისგან რაღაც ანტიკრიზისულ გეგმებს. ეს ციფრები რომ შეკრიბოთ, იმდენად პოპულისტური და არარეალისტურია, რომ ალბათ მივიღებთ ჩვენს ბიუჯეტზე მეტს, რაც მათი აზრით ასე უნდა დარიგდეს საზოგადოებაში. მათ თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, უბრალოდ საუბრობენ იმისთვის, რომ მოიგონ რაღაც სეგმენტის გული, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.