„ჩვენ შევძლებთ, ეტაპობრივად, იმ ადამიანების სამშობლოში დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს. ჩვენს მოქალაქეებს არავინ არსად მიატოვებს, სადაც იქნებიან იქაც გარკვეულ ყურადღებას ვაქცევთ. საელჩოები მაქსიმალურად მობილიზებული არიან, რომ იქაც ყურადღება მიექცეთ ჩვენს მოქალაქეებს და არაფერი გაუჭირდეთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო ორი კვირა მთლიანად გაწერილია და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გაგრძელდება.
„მომდევნო ორი კვირა, პრაქტიკულად, გაწერილია მთლიანად. საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში განთავსებას, მათზე დაკვირვებას და ეს მენეჯმენტი აწყობილია. ყველა შემთხვევაში, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ