ზუგდიდში, ბაზრის მიმდებარედ ლოტოს ჯიხური გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან აცნობეს, ჯიხურიდან წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო.