დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ჯონსონმა ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში მე მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა, ტესტირებამ ახალი კორონავირუსი დაადასტურა. ამ დროისთვის თვითიზოლირებული ვარ, მაგრამ დისტანციურად ვაგრძელებ მუშაობას მთავრობასთან ერთად. ერთად ჩვენ დავამარცხებთ კორონავირუსს”, — წერია ბორის ჯონსონის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.