წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. ამის შესახებ ინფორმაციას monroecopost-ი ავრცელებს.
ხუან ბენიტესი და თვითმფრინავის პილოტი ენტონი დანიელსი შეიკრიბნენ და ფიქრობდნენ, თუ როგორ შეეძლოთ ხალხს დახმარება, ასეთ რთულ დროს.
მათ იდეალური გამოსავალი იპოვეს.
საუბრიდან რამდენიმე დღეში, ნიუ-იორკი მღვდელმა თვითმფრინავიდან აკურთხა და ნაკურთხი წყალი აპკურა და მშვიდობისთვის ლოცულობდა.