მსოფლიო ბანკი საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკურ ზრდას მხარს უჭერს.
როგორც მსოფლიო ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეკონომიკური მენეჯმენტისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკისთვის ქვეყანას 45 მილიონი ევრო გამოუყო.
მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს რეფორმებს, რომლებიც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას და უფრო მეტ ეკონომიკურ ინკლუზიურობას.
ყურადღება გამახვილებულია: საჯარო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, უფრო კონკურენტული ბაზრების პოპულარიზაციაზე, ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე, მასწავლებლის ანაზღაურების გაუმჯობესებასა და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.
ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ასევე COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში,” – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ “განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები” შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიასთან და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო დოკუმენტთან.