ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა გორში, სოფელ კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
დაშავებულები გორში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს.
როგორც “გურია ნიუსს” კლინიკაში განუცხადეს,ერთი პაციენტი უკვე ბინაზე გაეწერა, ხოლო მეორე, 18 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი,ჯერჯერობით,უცნობია.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.