მეცნიერებმა დაადგინეს ტემპერატურა, რომელიც კორონავირუს, „კოვიდ 19“-ის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს.
ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „კოვიდ 19“ ყველაზე აქტიურია დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე და თავის ძალას სიცხეში კარგავს.
მეცნიერების დასკვნით, +4 გრადუსზე, კორონავირუსი ორ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ცოცხლობს, 70 გრადუსზე კი ხუთ წუთში კვდება.
ელექტრონული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, „მედ-არ-ექსივ“-ის გვერდზე გამოქვეყნებული ცხრილის მიხედვით, +22 გრადუსზე „კოვიდ 19“ აქტივობას კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში ავლენს, +37 გრადუსზე – არაუმეტეს ორი დღისა, +56 გრადუსზე კი 30 წუთში კვდება.
ასევე დადგინდა „კოვიდ 19“-ის სიცოცხლისუნარიანობა სხვადასხვა ზედაპირზე.
სამედიცინო ნიღბის გარეთ, ოთახის ტემპერატურაზე და 65 პროცენტიანი ტენიანობის დროს, კორონავირუსი კვირაზე ნაკლებს ძლებს.
„კოვიდ 19“ ქაღალდზე სამ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში რჩება, ხეზე და ქსოვილზე არაუმეტეს ორი დღისა, მინაზე ოთხ დღეზე ნაკლებს ძლებს, უჟანგავ ფოლადზე და პლასტმასზე კი არაუმეტეს ერთი კვირისა.