ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრმა ყველა სპექტაკლი გააუქმა.
როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო მიიღეს.
„მოგესალმებით,
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 აპრილამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. აღნიშნული ვითარების გამო სსიპ „თბილისი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ მიერ აპრილის თვეში დაგეგმილი ყველა წარმოდგენა/სპექტაკლი გაუქმებულია.
აქვე გვინდა გვინდა გაცნობოთ, რომ
• მაყურებელს, რომელსაც აპრილის თვის სპექტაკლის ბილეთები შეძენილი ჰქონდა www.Biletebi.geის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შეძენილი ბილეთების ღირებულება (გადახდილი საკომისიო გარეშე) ერთი კვირის განმავლობაში დაგიბრუნდებათ თქვენი ბანკის საბარათე ანგარიშზე.
• ხოლო მაყურებელს რომელსაც აპრილის თვის სპექტაკლის ბილეთები შეძენილი აქვს თეატრი სალაროში (ნაღდი ანგარიშსწორებით) შეძენილი ბილეთების ღირებულების დაბრუნებას თეატრი შეძლებს სახელმწიფოს მირ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. თეატრის სალაროში სპექტაკლის ბილეთის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში. (წინასწარი იდენტიფიცირებისთვის უმჯობესია თეატრის მეილზე tbilisinewtheatre@gmail.com გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები: სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი და ბილეთის ფოტო სურათი – ინფორმაცია პერსონალური მონაცემთა შესახებ დაცული იქნება – საქართველოს კანონის შესაბამისად)
გმადლობთ, რომ ხართ ჩვენი მაყურებელი!
იმედია მალე შევხვდებით თეატრში!!!“_ წერია გავრცელებულ განცხადებაში.