BBC– ის ინფორმაციით, ავსტრალიაში მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 პოტენციურ ვაქცინას ტესტავენ.
გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატები ოქსფორდის უნივერსიტეტმა და ამერიკულმა კომპანია Inovio Pharmaceutical-მა შექმნეს, ჯანმომ კი მათი ცხოველებზე ტესტირების ნება დართო.
ტესტირების შედეგად გახდება ცნობილი, რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება ვაქცინის გამოყენება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტესტების შედეგები სავარაუდოდ ივნისში იქნება ცნობილი.