“ტემპერატურის სტანდარტი არის 37.5 გრადუსი, ეს ეხება ყვლას, აეროპორტშიც იგივე ტემპერატურა იყო, ტრასაზეც იგივე ტემპერატურაა, ანუ სტანდარტი არის ერთი. ეს უკვე არის საყურადღებო ტემპერატურა, რომლის შემთხვევაშიც საჭიროა დაკვირვება”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მოადგილის პაატა იმნაძემ განაცხადა.
“კარანტინის რეჟიმი ეს არის, როდესაც მოძრაობაა ქვეყნის ქალაქებს შორის, ქვეყნის დასახლებულ პუნქტებს შორის, კონტროლდება სამედიცინო მიზნებისათვის, მათ შორის ტემპერატურის გაზომვით. მათ, ვისაც აღენიშნებათ ტემპერატურა, გადაიყვანენ შესაბამისად მოწყობილ „ცხელების ცენტრებში“, იმისათვის, რომ გაარკვიონ ექიმებმა სიცხის გამომწვევი მიზეზები.
ე.წ. ცხელების ცენტრებზე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ „ცხელების ცენტრებზე“ და კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით. ეს ყველას არ ეხება, ძალიან ცოტა იყო ასეთი მე როგორც ვიცი, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები და იმიტომ მუშაობთ იქ, რომ ცხელებიან ავადმყოფს როდესაც მიიღებთ მერე, ცოტა ტრიაჟი უნდა ჩაატაროთ, რომ გამოიკვლიოთ ეს ცხელება რითია გამოწვეული, იქნებ უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა, იქნებ ინფარქტი აქვს ადამიანს და სიცხემ მოუმატა, ეს ხომ არ არის აუცილებლად კორონავირუსით გამოწვეული სიცხე. სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდოთ პროფესიონალურად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.