ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს აზრით, ამერიკელებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების პირობებში დიდხანს მოუწევთ ცხოვრება. ამის შესახებ ინფორმაციას The Gurdian-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული განცხადება გუბერნატორმა ვიდეო მიმართვისას გააკეთა.
ენდრიუ კუომოს თქმით, თითოეული ამერიკელის პასუხისმგებლობაა იზრუნოს იმაზე, რომ პანდემიის შედეგად მიღებული ცვლილებები პოზიტიური იყოს და არა ნეგატიური, მაგრამ ყველა მზად უნდა იყოს კრიზისისთვის, რომელსაც ქვეყანა სავარაუდოდ თავს ვერ აარიდებს.
ნიუ-იორკი აშშ-ში COVID 19-ის გავრცელების ერთ-ერთი ეპიცენტრია.