გაეროს ექსპერტების აზრით, მსოფლიოს საკვები პროდუქტების დეფიციტი ემუქრება. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე მუშახელის დეფიციტის გამო სოფლის მეურნეობის მწარმოებელმა ქვეყნებმა, შესაძლოა, ხორბლის, ბრინჯისა და სხვა პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვაზე იფიქრონ.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანიზაციის ექსპერტის, მაქსიმო ტორეროის თქმით, პრობლემის წინაშე მსოფლიო, შესაძლოა, უახლოესი კვირების განმავლობაში დადგეს. მაგალითისთვის, ყაზახეთმა უკვე შეაჩერა ხორბლის ფქვილის, წიწიბურისა და ბოსტნეულის ექსპორტი. ბრინჯის ექსპორტი დროებით შეწყვიტა ვიეტნამმაც.
”ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ მთავრობები ზღუდავენ საკვების ნაკადს.
მაგალითად, ყაზახეთმა აკრძალა ხორბლის ფქვილის ექსპორტი, რომლის ერთ – ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, ასევე წიწიბურის და ბოსტნეულის შეზღუდა, ხახვის, სტაფილო და კარტოფილის ჩათვლით.
ვიეტნამმა, რომელიც მსოფლიოში ბრინჯის ყველაზე დიდი ექსპორტიორია დროებით შეაჩერა ბრინჯის ექსპორტი. ასევე რუსეთმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ხორბლის ექსპორტიორია, შესაძლოა შეზღუდოს ექსპორტი, როგორც ეს ადრე მოხდა, ხოლო აშშ-ს პოზიცია საეჭვოა.
სავაჭრო ბარიერები შექმნის უკიდურეს ცვალებადობას, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.“ – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანიზაციის ექსპერტმა , მაქსიმო ტორერომ
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უმეტეს ქვეყანაში საკვების მომარაგება კარგად ფუნქციონირებს, პრობლემები შეიძლება რამდენიმე კვირაში დაიწყოს და შემდეგ ორ თვეში კიდევ უფრო გააქტიურდეს.
”ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავარღვიოთ კვებითი ღირებულების ჯაჭვი და ლოჯისტიკა, მალე უნდა გავითვალისწინოთ ახალ ბოსტნეულსა და ხილთან დაკავშირებული პრობლემები. ხილი და ბოსტნეულის მოყვანა ძალზედ შრომატევადი საქმეა, თუ შრომითი ძალის დეფიციტი გაჩნდება, რადგან ხალხი ვერ გადაადგილდება, მაშინ პრობლემა შეგექმნება,” – ამბობს მაქსიმო ტორერო.