კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ფეხბურთელები და ზოგადად, სპორტსმენები, სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო აქტიურები გახდნენ.
ნორვიჩის მცველმა, ტიმო კლოზემ Instagram-ზე პოსტი დადო, სადაც ის გულშემატკივრებს აჩვენებდა, თუ როგორ გაჰყავდა Netflix-ის ერთ-ერთი ანიმაციის ყურებით მას დრო. ამის შესახებ GIBET.COM – სოციალურ ქსელში ,,Twitter” წერს _ გერმანელი ფეხბურთელი უნებურად დაცინვის ობიექტი გახდა. კომპიუტერში გახსნილ მეორე ფანჯარაში, მას პორნოგრაფიული საიტი ჰქონდა ჩართული, რაც გულშემატკივართათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.