ჩოხატაურში თვითიზოლაციაში 4 ადამიანი რჩება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ სატელეფონო საუბრისას ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„3 ადამიანი მოიხსნა დღეს თვითიზოლაციიდან, 4 რჩება.
ეპიდსიტუაციის მხრივ ჩოხატაურში მშვიდობაა. ვემზადებით და ვიბრძვით კორონავირუსის წინააღმდეგ“,_ განაცხადა ჯიბუტმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 130-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 26.
კარანტინის რეჟიმში – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 ადამიანი იმყოფება.