„ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი ირაკლი ხახუბია სოციალურ ქსელში ასეთ განცხადებას ავრცელებს:
_ მოგესალმებით! მინდა, მოგმართოთ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა და კომპანია „აისბერგ 2“-ის ერთ – ერთმა დამფუძნებელმა და გაცნობოთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ.
_ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩაირიცხოს 100 000 ლარი, ასევე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში-ფოთში გადაირიცხება 50 000 ლარი.
მოგეხსენებათ, როგორც მთელი მსოფლიო, ასევე, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული…
დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო სულისკვეთება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ დაფუძნების დღიდან, ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა არა ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით კომპანიამ დააფინანსა, სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივები.
მინდა, მოვუწოდო ბიზნეს კომპანიებს, ყველას, ვისაც ამისი რესურსი გააჩნია, ჩაერთონ ამ საერთო საქმეში.
მჯერა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“, – წერს ხახუბია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ირაკლი ხახუბიას ქველმოქმედებები აქამდეც იყო ცნობილი.