წუხელ, გვიან ღამით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის, როგორც ადგილზე ვნახეთ და აქვე გვითხრეს, გვერდითი კარი გატეხეს.
_ჯერჯერობით, ვიცით, რომ შესაწირი ყუთებია გატეხილი, რომელშიც ძირითადად ხურდა ფული იყო. ადგილზე პოლიცია იყო მოსული, ახლა ტაძარში ექსპერტია შესული, მეტს ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრეს აქ თავმოყრილმა სასულიერო პირებმა.
_ვიცით მხოლოდ ის, რომ წუხელ, გვიან გატეხეს. გუშინ, საღამოს აქ ვიყავი. ჩვეულებრივი, მშვიდი გარემო იყო, არაფერი შემინიშნავს, – გვითხრა მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან მგელაძემ.
კითხვაზე, ტაძართან ან ახლო-მახლო ვიდე-თვალი თუ ფუნქციონირებს, გვიპასუხეს, რომ ტაძარს არ აქვს. იქვე, ასიოდე მეტრში მდებარე ერთ-ერთი ბანკის შენობასთან კი არის განთავსებული სათვალთვალო კამერა.
შსს პრესსამსახურში “გურია ნიუსს” ქურდობის ფაქტი დაუდასტურეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რას გულისხმობს ქურდობას.