კორონავირუსის გამო, აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა 6.65 მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განცხადება შეავსო, ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის ინფორმაციით, COVID-19-ს პანდემიამ, ამერიკის ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა ოქონია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 26 მარტს აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე სამუშაოს გარეშე დარჩენილმა 3.3 მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. წინა მაქსიმუმი 1982 წელს დაფიქსირდა და ერთი კვირის განმავლობაში 695.000 შეადგინა.
13 მარტს კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ჯამში კი ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 213 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა.