მსოფლიოში კორონავირუსით 1 016 793 ადამიანია ინფიცირებული, 53 245 გარდაიცვალა, ხოლო 213 164 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ ინფორმაციას worldometers ავრცელებს.
რაც შეეხება, საქართველოს, კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში – 5 392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 319 ადამიანი რჩება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.