კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა, ქვეყანის რეაგირება ვირსთან მიმართებით რეაგირება დროული აღმოჩნდა, _ ამის შესახებ ამერიკულ გამოცემაში ,,Foreign Policy“ ნათქვამია.
სტატიაში ნათქვამია, რომ ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები ცხადჰყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია.
„თავის პოდკასტში Foreign Policy-ის ჟურნალისტმა ემი მაკკინონმა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს რეაგირება გამოყო. მიუხედავად მცირე ზომის და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება თებერვლის ბოლოდანვე დაიწყო, მათ შორის დაიხურა სკოლები და ჩატარდა ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური ტესტები აქამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა დაფიქსირდა და არც ერთი გარდაცვლილი“, – წერს სტატიის ავტორი.
გამოცემასთან ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა ამბობს, რომ საქართველო მიჩვეულია კრიზისს, ქვეყანამ სამოქალაქო ომები და 2008 წელს რუსეთის შემოჭრა. „ვფიქრობ, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს, ამან დაგვეხმარა. საქართველო მიჩვეულია კრიზისს, ეს ქვეყანაა, რომელმაც გამოიარა სამოქალაქო ომები, რუსეთის შემოჭრა 2008 წელს, მძიმე 90-იანები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, – ამბობს Foreign Policy-სთან საუბარში ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.