მე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო – რატომ არისო, რა ვქნა ახლა – ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, – ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, – განაცხადა იმნაძემ.