დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი რიტუალურ სოფელში სუფრაზე დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, იმ ე.წ. კლასტერში, რომელშიც აღნიშნული ქალი შედიოდა, ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია.
„ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არს კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში რუსეთ-აზერბაიჯანიდან და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ და ასევე, რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის. ანუ ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად არის ცნობილი,“– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.