საქართველოში სტარტაპ “mydoc”-ის მიერ შეიქმნა ტელემედიცინაზე დამყარებული პირველადი ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა https://mydoc.ge/, სადაც მომხმარებელს შეუძლია COVID-19-ის შესახებ ანონიმურობის სრული დაცვით შეამოწმოს საკუთარი ეჭვი, კორონავირუსით შესაძლო დაავადების შესახებ.
ეს არის COVID 19-ის ტრიაჟის ინსტრუმენტი, შემუშავებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინების მიხედვით.
საიტზე მოცემულია ზოგადი სიმპტომები და მათზე დაყრდნობით შექმნილია კორონავირუსის რისკების დადგენის ტესტი, რომელიც ადგენს შესაძლო რისკებს და ამის საფუძველზე მომხმარებელს აძლევს რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში.
პლატფორმაზე უწყვეტად ხდება სამედიცინო ცოდნის ავტომატიზებული შეგროვება და სისტემატიზაცია. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხორციელდება სამედიცინო სამეცნიერო ლიტერატურის, კვლევებისა და პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის მიერ შეყვანილი მონაცემების (სიმპტომების) ღრმა ანალიზს ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით.პლატფორმა ეყრდნობა მხოლოდ სანდო და კომპეტენტურ სამედიცინო – სამეცნიერო საერთაშორისო წყაროებს. მასში მონაცემები გროვდება მთელი მსოფლიოდან, ათიათასობით პაციენტის ავადმყოფობის სამედიცინო ჩანაწერებიდან.
პლატფორმის მოდერირება და მართვა ხდება კომპეტენტური სამედიცინო საბჭოს მიერ, რომელშიც შედიან ევროპისა და აშშ-ს სპეციალისტები, როგორც სამედიცინო ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროდან.
წყარო: ნიუპოსტი