საფრანგეთში, ქალაქ რომან-სიურ-იზერში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდასხმა საცხობთან მოხდა, სადაც მყიდველები რიგში იდგნენ.
მომხდარს 2 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაჭრილია.