ჩვენს ირგვლივ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტანჯება პროფესიული გადაღლილობით, შრომის უნარიანობის დაქვეითებით, დეპრესიით და ცუდი მეხსიერებით.
ტერმინი „პროფესიული გადაღლა” პირველად გამოიყენა და დაამკვიდრა ამერიკელმა ფსიქიატრმა ფრეიდენბერგმა, რომელმაც დაკვირვება აწარმოა გარკვეული პროფესიული ჯგუფის ადამიანებზე და აღმოაჩინა, რომ რაც დრო გადიოდა ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად აცდენდნენ სამსახურს ერთადერთი მიზეზის გამო – მათ უბრალოდ მუშაობა აღარ შეეძლოთ, ძლიერი გადაღლისა და გამოფიტვის გამო.
ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ „პროფესიული გადაღლის სინდრომი” აღარ ყოფნით ნებისყოფა ერთი და იგივე საქმე აკეთონ ერთი, ან ნახევარი საათის განმავლობაშიც კი.
არსებობს მეთოდები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია თავი დავაღწიოთ პროფესიული გადაწვის სინდრომს.
პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია მეტი დრო დავუთმოთ დასვენებას (მოვერიდოთ კომპიუტერს, ტელეფონს), მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებს, შევიცვალოთ გარემო მცირე დროით მაინც, მეტი დრო დავუთმოთ ვარჯიშს, მოვაწესრიგოთ კვებისა და ძილის რეჟიმი.